вторник, 18 ноября 2014 г.

მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში ოქროს კვეთა

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში
ოქროს კვეთა
2.      პროექტის მთავარი იდეა:პროექტი მოსწავლეთა მიერ წინასწარ დაგეგმილი და დამოუკიდებლად წარმოებული სამუშაოა რომლებიც მათ შეუძლიათ წარმოადგინონ გამოკვლევის მოხსენების ან პრეზენaტაციის სახით
3.      პროექტის აქტუალობა:პროექტზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეს:გააანალიზოს კავშირი გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შორის,დაგეგმოს საკუთარი მოქმედება და დრო,აკონტროლოს საკუთარი სწავლა,მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგებისათვის გაცნობის პრაქტიკა,გამოცდილება.პროექტზე მუშაობა ესაა ეფექტური გზა თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე
4.      პროექტის მიზნები:მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას,ფიბონაჩის რიცხვებს,მათ შორის კავშირს, ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში,ეცნობიან გარემომცველ სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონებს.
5.      თეორიული მასალის საფუძველზე დაყრდნობით ნახაზების აგების პროცესის დემოსტრირებას ჯეოჯებრაში.
6.      ასაკი:15-16 წელი
7.      ვადა: ორი კვირა.
8.      მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ისწავლიან მონაკვეთების პროპორციულად დაყოფის ოქროს კვეთას ფიბონაჩის რიცხვების კავშირს ოქროს კვეთასთან,მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებაში,ოქროს კვეთის კავშირს  კვადრატული განტოლების ამოხსნასთან,ისწავლიან შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის რამდენიმე სტროფის დაყოფას ოქროს კვეთით.
9.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
a)      ა.ბენდუქიძე მათემატიკა სერიოზული და სახალისო.თბილისი 1986 წ.
b)      ჰ.მელაძე მ.სხირტლაძე - გამოყენებითი მათემატიკის საწყისები.თბილისი 2000წ.
c)      ინტერნეტით http://google.com ,’’golden section’’

10.  პროექტის მსვლელობა: ჯგუფებში დავალების განაწილება,ინფორმაციის მოძიება,შუალედური მონიტორინგი,ნახაზების გარჩევა,ელექტრონულ ვარიანტზე მორგება.პრეზენტაციების მომზადება,ჩვენების წინასწარი განხილვა და პრეზენტაცია.
11.  საგნებთან კავშირი:ოქროს კვეთის კავშირი არქიტეკტურასთან და ხელოვნებასთან კავშრი ფიბონაჩის რიცხვებთან,ოქროს კვეთის კავშრი კვადრატული განტოლების ამოხსნასთან და კავშირი ლიტელატურასთან.
12.  პროექტის ხენმძღვანელი(მასწავლებელი):კეკელიძე მადონა.
13.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:kekelidzemadona@gmail.com